კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ხავიერ მასკერანომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. არგენტელი მიიჩნევს, რომ “იუვენტუსთან” თამაში შურისძიების არ იქნება.
“არ ვფიქრობ, რომ ეს შურისძიების მატჩი იქნება, რადგან დაკარგულს ვერ დაიბრუნებ. ჩვენ მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ თუ როგორ ვაჩვენოთ კარგი თამაში და მივიღოთ დადებითი შედეგი. იგუაინი და დიბალა? მათთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ ორ ფეხბურთელს თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რადგან ვიცით, რომ “იუვენტუსი” სახლში ადვილად არაფერს დათმობს, თუმცა ტურინში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვედით”, -თქვა მასკერანომ.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პრემიერლიგაში მასპინძლები მართლა ამ კაცის დღეში არიან 5 თამაშიდან ვერცერთმა ვერ გაიტანა
ჩუკენა

რას ერჩით ამ კაცს?წლევანდელი არსენალის და ლესტერის თამაში არაა პორნოგრაფია?და თუ 60000 კაცი ცოცხალ პორნოgრაფიას უცქერდა ამან ტელეფონით რა დააშავა ვითომ?


DDDD მართალია.
მაგის ყურება ყველას გვევასება, მაგრამ სტადიონზე კაცოო ? DDDDDDDD
ხო მაგრამ ვინც გაუჩალიჩა ის მაგარი საცემია