ფეხბურთი

18:52 | 10.04.2017 | ნანახია 2864 - ჯერ

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა

13 აპრილს, თბილისში 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება, ღონისძიებას საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები და უეფას ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ევროპის ჩემპიონობისთვის 2-15 ივლისს, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთის,ჩეხეთის, ინგლისის, გერმანიის, ჰოლანდიის, პორტუგალიისა და შვედეთის 19-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. დაგეგმილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

წილისყრა 13 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო ჰუალინგში შედგება.

სფფ-ის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:00 | 10.04.2017
BEERTRANCE (97819)

ცოტა ხანში არ გამიკვირდება, მსგავსი ტურნირი ჩვენთან ჩატარდეს ოღონდ საქართველოს მაინც არ ათამაშებენ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდ

19:20 | 10.04.2017
levani82 (41682)

კენჭისყრა ტელევიზიით იქნება

19:01 | 10.04.2017
anna konda(city) (24)

ფინალი საქართველო-ინგლისი

0.114279