ფეხბურთი

21:19 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ გარსია ცდილობს ტეო ერნანდესი “ბარსელონაში” გადასვლაზე დაითანხმოს

“ატლეტიკოს” მცველით, ტეო ერნანდესით, რომელიც “დეპორტივო ალავესშია” განათხოვრებული, მრავალი გუნდი ინტერესდება. როგორც ფრანგის აგენტი AS-თან საუბარში ამბობს, “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა აგენტი მანუელ გარსია კილონი ცდილობს, რომ 19 წლის ფეხბურთელი კატალონიაში გადასვლაზე დაითანხმოს. დღესდღეობით მისი ღირებულება 24 მილიონს შეადგენს.

ერთ-ერთ მიზეზად იმისა, თუ რატომ არ სურს გარსიას მადრიდელებთან მოლაპარაკება, ფლორენტინო პერესთან უთანხმოებაა.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესმა “ალავესის” შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა.

0.116998