ფეხბურთი

14:19 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხუან კუადრადო: “ბარსელონასთან ფინალის მსგავსი მატჩი იქნება”

ტურინის “იუვენტისის” შემტევმა ხუან კუადრადომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. როგორც კოლუმბიელმა Sky-სთან საუბარში თქვა, საკუთარ მოედანზე და გულშემატკივრების თანხლებით თამაში დიდი სტიმულია და მოედანზე 105%-ით თავდაჯერებულნი უნდა გავიდეთო.

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე, უკეთ მოვემზადოთ და მოედანზე 105%-ით თავდაჯერებული გავიდეთ. თან ჩვენ უფრო დიდი მოტივაცია გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ, ჩვენივე გულშემატკივარის თვალწინ, რომლებიც ყოველთვის გვეხმარებიან გამარჯვებაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქომაგებს იმედები არ გავუცრუოთ. წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ, იმიტომ, რომ ეს მატჩი იქნება, როგორც ფინალი.

"იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის დიდი დაპირისპირება იქნება, რადგან ამ გუნდებს საუკეთესო თავდამსხმელები ჰყავთ. იგუაინი, მანჯუკიჩი, დიბალა, მესი, ნეიმარი, სუარესი. მე ჩემს თანაგუნდელებს ვირჩევ. ვინ არის საუკეთესო? არცერთი, რადგან დიბალა არის უკეთესი, ვიდრე მანჯუკიჩი და მანჯუკიჩი არის უკეთესი, ვიდრე დიბალა. მათ სხვადასხვა მახასიათებლები აქვთ, რაც ჩვენ სიძლიერეს ქმნის. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი”, - თქვა კუადრადომ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩი 11 აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.121247