ფეხბურთი

11:30 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეს დროც დადგა: პირველი ჩრდილოეთ კორეული გოლი სერია A-ში

„კალიარი“ – „ტორინოს“ მატჩი ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ განგებამ ისე ინება, რომ ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მატჩის ბოლო წუთზე ტურინელთა კარში გოლის გატანა კვან-სონ ანიმ მოახერხა და ისტორიაში გახდა პირველი ჩრდილოეთ კორეელი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის სერია A-ში გოლის გატანა მოახერხა. ეგ კი არა, საერთოდ, ტოპ ხუთ ჩემპიონატში ასეთი რამ პირველად მოხდა.

კვან-სონი სულ რაღაც 18 წლის თავდამსხმელია და მატიანე ჯერ კიდევ ერთი კვირის დაწერა: „პალერმოსთან“ მისი დებიუტი შედგა და მაშინ პირველ ჩრდილოეთ კორეელი გახდა, ვინც იტალიელთა მთავარ ლიგაში ითამაშა. ახლა კი, უკვე ისტორიაში უფრო სერიოზული მიღწევით ჩაეწერა.

კვან-სონ ანი „კალიარიში“ მიმდინარე წლის 17 მარტს ჩაირიცხა, მანამდე კი, სამშობლოში, „კიგვაჩას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113514