დასასრულს მიუახლოვდაა აშშ-ს ეროვნული ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის, რომელშიც თორმეტი მოჭადრაკე მონაწილებს. მათ შორის ისეთი გრანდები იმყოფებიან, როგორებიც უესლი სო(2822), ფაბიანო კარუანა(2817) და ჰიკარუ ნაკამურა(2793) არიან.
ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონატს 6.5-6.5 ქულით სო, ვარუშან აკობიანი(2645) და ალექსანდრ ონიშუკი (2667) ლიდერობენ. 5.5-5.5 ქულით მე-4-მე-5 ადგილებს კარუანა და ნაკამურა ინაწილებენ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა.