ფეხბურთი

20:30 | 9.04.2017 | ნანახია 1059 - ჯერ

მანჯუკიჩი “ბარსელონასთან” დაბრუნდება

ტურინის “იუვენტუსს” ხორვატი თავდამსხმელი დაუბრუნდა. მარიო მანჯუკიჩი “ბარსელონასთან” დაპირისპირებისათვის მზადაა. როგორც “ბებერი ქალბატონის” მთავარმა მწვრთნელმა - მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, 30 წლის შემტევი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება მეოთხედფინალურ შეხვდრაშიო.

მანჯუკიჩმა მარცხენა ფეხზე დაზიანება “ნაპოლთან” დაპირისპირების დროს მიიღო და მას შემდეგ 2 მატჩი გაუცდა ასევე “ნაპოლისთან” 3:2 და “კიევოსთან” 2:0.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი ტურინელთა რიგებში 2015-2016 წლის სეზონში გადავიდა და დღემდე 78 მატჩში – 18 გოლი დაუგროვდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:57 | 09.04.2017
adp10 (10711)

ამაზე მეტად პიაცა გაასწორებდა, შეცვლაზე მაგრად ამწვავებს თამაშს.

0.063821