ფეხბურთი

21:17 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

#Everychildismychild კამპანია, რომელსაც არაერთი ფეხბურთელი შეუერთდა

ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში თანაგრძნობის გამომხატველი კაპპანია დაიწყო, რომლებიც სირიელი ბავშვების მიმართ არის გამოხატული.

ამ კამპანიას არაერთი ფეხბურთელი შეუერთდა, რომლებმაც საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელეს. “ყველა ბავშვი ჩემი ბავშვია”. პაოლო დიბალა, ფრანჩესკო ტოტი, ჩირო იმობილე, სიმონე ინძაგი და მარკო სტორარი, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ამ აქციაში.

“ჩვენ გვინდა, რომ შეწყდეს ომი სირიაში. ჩვენ არ გავჩუმდებით, რადგან ყველა ბავშვი არის ჩვენი ბავშვი” – ნათქვამია ფეხბურთელების მიერ ატვირთულ ვიდეოებში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შატატებმა 2 დღის წინ სირია დაბომბა და სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურნენ ფეხბურთელები.

0.111335