ფეხბურთი

18:00 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ათეულში მეორე და პირველობის დიდი შანსი სერია A-ში

ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის სერია A-ში 616 მატჩი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა ჩატარებული თამაშების სიმრავლით. "ბებერი ქალბატონის" კარის დარაჯმა ერთით გადაასწრო "ინტერის" ლეგენდა - ხავიერ ძანეტის. თუმცა მას ძალიან დიდი შანსი აქვს შედეგი გააუმჯობესოს. ამ შედეგამდე კი 32 მატჩი აშორებს, რადგან პირველ ადგილზე 647 ჩატარებული თამაშით "მილანის" ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინია.

აქვე გთავაზობთ ათეულს:

1. პაოლო მალდინი - 647 თამაში.

2. ჯანლუიჯი ბუფონი - 616 თამაში.

3. ხავიერ ძანეტი - 615 თამაში.

4. ფრანჩესკო ტოტი - 613 თამაში.

5. ჯანლუკა პალიუკა - 592 თამაში.

6. დინო ძოფი - 570 თამაში.

7. პიეტრო ვიერხვუდი - 562 თამაში.

8. რობერტო მანჩინი - 541 თამაში.

9. სილვიო პიოლა - 537 თამაში.

10. ენრიკო ალბერტოზი - 532 თამაში.

0.162222