დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველო - ლიტვის დაპირისპირებაში დღეს მესამე დღეა. დღეს, ერთეულთა შორის ორი შეხვედრა იყო დაგეგმილი. ერთი უკვე დამთავრდა, სადაც ერთმანეთს ორივე გუნდის პირველი ნომრები ნიკოლოზ ბასილაშვილი და ლაურინას გრიგელისი დაუპირისპირდნენ.
რეიტინგიდან გამომდინარე ბასილაშვილი (60) გრიგელისთან (251) შეხვედრაში აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. ასეც მოხდა. ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც დიდი ანგარიშით 3:0 (6:1, 6:0, 6:0) დაამარცხა მეტოქე და საქართველო - ლიტვის დაპირისპირებაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორივე ქულა ბასილაშვილმა მოუტანა ერთეულთა შორის. ლიტველებმა წყვილთა შორის იმარჯვეს და მეორე ქულა კი გრიგელისმა მოუტანა, რომელმაც ჩვენი ნაკრების მეორე ნომერი გიორგი ცივაძე დაამარცხა.
მალე დაიწყება მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც საქართველო - ლიტვის დაპირისპირებაში გამარჯვებულს გამოავლენს. საქართველოს ნაკრებიდან ცივაძე ითამაშებს. ლიტველთა გუნდიდან კი შეიძლება ბაბელისმა ან მუგევიჩუსმა ითამაშოს.