გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.
“პორტლენდმა” შინ “იუტა” 101:86 დაამარცხა. მატჩში ყველაზე მეტი 59 ქულა პორტლენდელთა ლიდერმა დემიენ ლილარდმა ჩააგდო. ლილარმა კლუბის რეკორდი დაამყარა, აქამდე “პორტლენდის” მაისურით ყველაზე მეტი 54 ქულა დეიმონ სტაუდმაიერს ჰქონდა ჩაგდებული. ლილარდმა 14-დან ცხრა სამქულიანი, 20-დან 9 ორქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო სროლა ჩააგდო. “პორტლენდმა” მიმდინარე სეზონში მე-40 გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში მერვე საპლეიოფო ზონაში იმყოფება.
“სან ანტონიო” საკუთარ დარბაზში “კლიპერსთან” 87:89 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კლიპერსმა” 30:20 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. “კლიპერსმა” 17 ქულით და ამდენივე მოხსნით დეანდრე ჯორდანი გამოირჩა. ორივე კლუბს პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვთ.
“ბრუკლინი” – “ჩიკაგო” 107:106 (32:25, 19:20, 24:37, 32:24)
https://www.youtube.com/watch?v=YB8FYZouDaM
“შარლოტი” – “ბოსტონი” 114:121 (28:32, 26:39, 32:21, 28:29)
https://www.youtube.com/watch?v=AU7HPQ3Z5Do
“ორლანდო” – “ინდიანა” 112:127 (38:39, 21:29, 23:31, 30:28)
https://www.youtube.com/watch?v=6X98gxGqAlc
“ფილადელფია” – “მილოუკი” 82:90 (21:23, 27:19, 12:25, 22:23)
https://www.youtube.com/watch?v=xRCCddXwjoU
“ვაშინგტონი” – “მაიამი” 103:106 (29:28, 23:24, 22:26, 29:28)
https://www.youtube.com/watch?v=RcW91wXa2jw
“სან ანტონიო” – “კლიპერსი” 87:98 (23:22, 20:30, 27:30, 17:16)
https://www.youtube.com/watch?v=uXTxkAzerH4
“პორტლენდი” – “იუტა” 101:86 (34:20, 14:22, 29:18, 24:26)
https://www.youtube.com/watch?v=bWqgPOBLbas
“გოლდენ სტეიტი” – “ნიუ ორლეანი” 123:101 (23:17, 31:29, 39:22, 30:33)
https://www.youtube.com/watch?v=T_94yQYlGO8
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს სამმაგები ხო არ გაუფასურდა ცოტათი მაინც ჰა?! ნუ ყოველშემთხვევაში არამგონია რეალურ ძალებს ასახავდეს, "სამმაგები" აგერ ნახავთ პლეიოფებში როგორ გაპარსავენ მამაოს:დ
მიუხედავად ამის სუპერ შედეგებისა, სულ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კიდევ უფრო მეტი შეუძლია!
არ უნდა დაეშალათ დიდი ტრიო დურანტი ვესტბუქი ჰარდენი. იქ მე უფრო მწვრთნელის ბრალი მგონია ჰარდენი რომ წავიდა, უფრო მეტად უნდა მიეცათ გასაქანი საუკეთესო მეექვსე კაცობა და სკამიდან თამაში ჰარდენისთვის არ იქნებოდა მისაღები
14 იდა 5 სამიანი არაა ძაან ცუდი მარა მეტი შეეძლო კიდე ესე გამოდის
მე რამოდენიმე გარბენი დავაფიქსირე. ისე ამერიკაში ძალიან იშვიათად რომ გარბენი დააფიქსირონ. ტიპმა იმენნა ირბინა
)
კიი ეგრეა... შოუმენები გარბენს არ აფუჭებინებენ შოუს)))
მაგიტო ემართებოდა ზაზას ნაკრებში ევროპაზე
Magaria nba amdeni varskvlavi. donea
მართLა ისტორიული შედეგი დადო ბაბუაწვერამ აი ფლეიოფშიც ასე უნდა ითამაშოს ცოტა ზევით რო ავიდეს