დასრულდა ჭადრაკში ამხანაგური შეხვედრა ქალთა შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ ჰოუ იფანსა(ჩინეთი) და ელვისებურ(ბლიცი) ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვასილი ივანჩუკს(უკრაინა) შორის. დაპირისპირებას, რომელიც ოთხი კლასიკური პარტიისაგან შედგბოდა, ჩინეთის ქალაქმა შენჩჟენმა უმასპინძლა. ამ პარტიებიდან ივანჩუკმა ორი მოიგო, ამდენივე ყაიმით დაასრულა, 3:1 გაიმარჯვა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის საპრიზო ფონდი 30 000 ამერიკული დოლარი იყო. აქედან 18 000 გამარჯვებულს, ხოლო 12 000 დამარცხებულს ერგო.