საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატის ფლეი-აუტის მეხუთე ტურში "ტაიფუნთან" მატჩში 15 ქულა მიითვალა, ქართველის გუნდი "პრიმორსკა" კი 64:87 დამარცხდა. დუდამ მოედანზე 26:45 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სლოვენიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში სანაძე კვლავ პირველ ადგილზეა (25 მატჩი, 433 ქულა, საშ. 17,32ქ).
"პრიმორსკა" ფლეი-აუტის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 29 ქულით იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველი ლეგიონერის გუნდი შინ "კასტინგსთან" 15 აპრილს გამართავს.