ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ნიუ ორლეანი” 123:101 დაამარცხა. ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 22 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ფაჩულიამ 2-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო.
40-დღიანი უთამაშებლობის შემდეგ პარკეტს გუნდის ლიდერი კევინ დურანტი დაუბრუნდა, რომელმა პირველსავე შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.
“გოლდენ სტეიტს” 66 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გასვლა გარანტირებული აქვს.
მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” შინ “იუტას” დაუპირისპირდებიან მატჩი 11 აპრილს თბილისის დროით 06:30 საათზე იწყება.