საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დევისის თასის შემდეგ მაროკოში გაემგზავრება და თიხის კორტზე მარაქეშის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. 25 წლის ჩოგბურთელი ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ჩეხ ირჟი ვესელის დაუპირისპირდება. მატჩი 10 აპრილს გაიმართება, წინასწარი ინფორმაციით კი 14:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა შესაძლოა დრო შეიცვალოს.
ნიკოლოზის მომავალ მოწინააღმდეგეს აქამდე არ შეხვედრია. ვესელი მსოფლიო რეიტინგში 54-ე ადგილზეა. გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი 20 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს და მერვედფინალში ტურნირის მეოთხე ნომერ მიშა ზვერევს დაუპირისპირდება. ამჟამად ნიკოლოზი საქართველოს ეროვნულ ნაკრების ღირსებას დევისის თასზე იცავს.
აღნიშნული ტურნირის პირველი ნომერი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვია. მარექეშის ტურნრის საპრიზო თანხა კი 482 060 ევროა.