ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას XXVIII ტურში ქართველების „მორაბანკ ანდორამ“ საკუთარ კედლებში „ტენერიფე“ დაძაბულ ბრძოლაში 85:82 დაამარცხა.
ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყვნენ ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი, თუმც ქართულ ლეგიონს ანჯერად საკალათბურთო დარბაზი მაინცდამაინც არ დაუპყრიათ.
თავად განსაჯეთ: ბურჯანაძემ პარკეტზე 28:58 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს ოდენ 6 ქულით შეეწია. ბექამ ორიდან ერთი ორქულიანი, და ოთხიდან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. ერთი სამქულიანი კი, გააცუდა. თუ ქულებში ვერ ივარგა, სამაგიეროდ ფარზე იყო ბატონ-პატრონი და 8 მოხსნა დააგროვა (ეს საუკეთესო შედეგი იყო ამ მატჩში). გარდა ამისა, ერთი პასიც გააკეთა. ბურჯანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21-ს უწია.
რაც შეეხება შერმადინს - თავიდან გეტყვით, რომ ჩვენებური დააჯილდოვეს და ლიგა ენდესას გასული თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო გადასცეს. ქართველმა ცენტრმა 25:44 წუთში 13 ქულა და 7 მოხსნა შესძინა თავის გუნდს. გიორგიმ 8 ცდიდან მხოლოდ სამი ორქულიანი მოათავსა კალათში, ათიდან კი, 7 ჯარიმა გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტს რაც შეეხება - 18.
„მორაბანკ ანდორას“ 26 თამაშში 14 მოგება და 12 წაგება აქვს. ამ შედეგით კი, მერვე ადგილზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ბიჭებო
დდ როგორ გავამაყდით უკვე ბექას 6ქულა და 8 მოხსნა ლამის წარუმატებლად მიგვაჩნია და შერმადინის 13 ქულა ისე რა.DD მარა მიგვაჩვიეს ბიჭბმა მეტს და რატომაც არა, გაიხარეთ ბიჭებო
გაიხარეთ ბიჭებო, გელოდებით ნაკრებში.