სხვა

21:14 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია (+VIDEO)

ხორვატიის ქალაქ სპლიტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ლაშა ტალახაძე ჩემპიონი გახდა. 23 წლის სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა ატაცში - ლაშამ სამი მისვლა ზუსტად გამოიყენა, დაძლია 203, 210 და 217 კგ და 1 კილოგრამით გააუმჯობესა ირანელი ძალოსანის ბეჰდად სალიმის 2016 წლის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი.

აკვრაში ტალახაძემ 238, 245 და 250 კგ აწია და საერთო ჯამში 467 კილოგრამის დაძლევით ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა. გასულ წელს ლაშამ ნორვეგიაში პირველობა არავის დაუთმო. ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტრავმირებულმა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც 190, 197 და 201 კგ აწია და ნაჩვენები შედეგით მესამე ადგილზე გავიდა.

0.128646