ჩინეთის ქალაქ შენჯენში მიმდინარე ჰოუ იფანისა და ვასილი ივანჩუკის ამხანაგურ დაპირისპირებაში, რომელიც ოთხი კლასიკური პარტიისაგან შედგება ბოლოსწინა, მეოთხე პარტია გათამაშდა. ეს პარტია ყაიმით 0.5: 0.5 დასრულდა და ანგარიშში სხვაობა უცვლელი დარჩა 2:1 ივანჩუკის სასარგებლოდ. ამრიგად, მეოთხე პარტიაში უკრაინელ მოჭადრაკეს მეტოქის დასამარცხებლად ყაიმიც ყოფნის.
შეგახსენებთ, რომ იფანი-ივანჩუკის დაპირისპირებაში გამარჯვებული 18, ხოლო დამარცხებული 12 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს.