ავტოსპორტი

18:04 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას „ალფა“ ბაჰრეინში წარმატების ბალასტით დაიტვირთება

TCR-ის საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპის პირველ რბოლაში მოპოვებული გამარჯვების გამო, დათა ქაჯაიას (GE-ფორსი) „ალფა რომეო ჯულიეტა“ მომავალ ეტაპზე, რომელიც ბაჰრეინში გაიმართება, ეგრეთ წოდებული წარმატების ბალასტით დაიტვირთება.

წარმატების ბალასტით იმ პილოტების ავტომობილები იტვირთება, რომლებმაც წინ ეტაპზე ორიდან ერთი რბოლა მაინც მოიგეს, ან ყველაზე მეტ ქულას მოუყარეს თავი. ამ წესის შესაბამისად, ქაჯაიას გარდა, მსგავსი ბალასტით, რუსთავის მეორე რბოლის გამარჯვებული პეპე ორიოლას (ლუკოილ კრაფტ-ბამბუ) და ატილა ტაშის (M1RA) მანქანებიც დაიტვირთება.

ქაჯაიამ პირველი რბოლის და კვალიფიკაციის მოგების გარდა, ყველაზე მეტ, 38 ქულას მოუყარა თავი და სერიას ლიდერობს. ცნობისათვის, დათამ კვალიფიკაციაში გამარჯვებისთვის 5 ქულა მიიღო, რბოლის მოგებისთვის კი - 25. ბაჰრეინის რბოლაში მისი „ჯულიეტა“ 30-კილოგრამიანი ბალასტით იქნება. სეზონის წინ ჩატარებული შესაძლებლობების ტესტების შემდეგ, „რომეო ფერარის“ მიერ მომზადებულ „ალფა რომეო ჯულიეტათი“ მოასპარეზე პილოტებს, ავტომობილის 20 კილოგრამით შემსუბუქების უფლება მიეცათ. ეს კორექცია ძალაში რჩება და ჯამში გამოვა, რომ „ჯულიეტა“ მინიმალურ წონაზე (1 285 კგ) 10 კილოგრამით მძიმე იქნება. ბაჰრეინში პილოტთან ერთად, მისი მინიმალური წონა 1 295 კილოგრამი უნდა იყოს.

20-კილოგრამიანი ბალასტით დაიტვირთება ტაშის „ჰონდა სივიკ ტაიპ-R“. უნგრელმა პილოტმა რუსთავში ქაჯაიას შემდეგ ყველაზე მეტი, 32 ქულა დააგროვა. ბაჰრეინში მისი მანქანის მინიმალური დასაშვები წონა 1335 კილოგრამი (1285 + 20 SB + 30 BoP) იქნება. აქედან 20 კილოგრამი წარმატების ბალასტია (SB), 30 კილოგრამი კი - შესაძლებლობათა ბალასტი (BoP). ესპანელი პილოტის „სეატ ლეონი“ დამატებით 10-კილოგრამიანი წამატების ბალასტით დაიტვირთება და ჯამში მისი მანქანის მინიმალური წონა 1325 კილოგრამს (1285 + 10 + 30) მიაღწევს. აქედან 30 კილოგრამი შესაძლებლობათა ბალასტია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093237