ფეხბურთი

21:43 | 7.04.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ბატისტუტა: “არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები არ მესალმებიან”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა გაბრიელ ომარ ბატისტუტამ განაცხადა, რომ “ალბისელესტეს” დღევანდელი შემადგენლობის ნახევარი მას არც კი ესალმება. მისი თქმით, როდესაც გუნდის გასახდელში შევიდა, გაკვირვებული დარჩა.

“არგენტინის ნაკრების გასახდელში შევედი და ველოდი, რომ მომესალმებოდნენ, არა იმიტომ, რომ გაბრიელ ბატისტუტა ვარ, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ნაკრების მაისურით მითამაშია. თუმცა, ნახევარმა გუნდმა ჩემი იქ ყოფნა არ შეიმჩნია. არ ვფიქრობ, რომ ეს პატივისცემის არქონის გამო გააკეთეს. უბრალოდ, ასე გადაწყვიტეს.

არგენტინის ნაკრებმა ბოლო პერიოდში სამი ფინალი ითამაშა და ეს ცოტა არაა, მაგრამ ფეხბურთელები ხალხთან ახლოს არ არიან. ჩვენს დროს ვიქცეოდით ისე, როგორც უბრალო მოკვდავები და ხალხი ამას გრძნობდა”, - უთხრა ბატისტუტამ Tys Sport-ს.

გაბრიელ ომარ ბატისტუტა 90-იანი წლების გამორჩეული ფორვარდი იყო. არგენტინის ნაკრების რიგებში მან 1991-2002 წლებში 78 მატჩში 56 გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:37 | 02.03.2016
tato777 (1280)

ამანაც თუ არ გაამართლა და მაშინ ფეხბურთის ......

03:22 | 03.03.2016
kelbo (7279)

გაამართლა რა არიოლი-რეშკა ხო არაა ამხელა პრეზიდენტი კაცი

18:08 | 02.03.2016
kelbo (7279)

კაი ახლა, ინფანტინო შვეიცარელია და გლახას რავა იკადრებს...
ა, მეიცა, ბლატერი სადაური იყო?

20:18 | 02.03.2016
stoikovich (5984)

ბლატერმა ჩემი საქმეების ღირსეული გამგრძელებელი იქნებაო, ბრძანა

18:37 | 02.03.2016
hamilton (1371)

პრინცების და შეიხების მართვას ისევ ჯობს შეჩვეული ჭირი..

17:41 | 02.03.2016
kelbo (7279)

"მცხოვანი ბიზნესმენის განცხადებით, მისმა თანამემამულემ არჩევნები ბინძური გზებით მოიგო და თავისი წინამორბედის გზის გამგრძელებელია."
---------------
კიმარა ინფანტინო შვეიცარელი არაა?
თუ შვეიცარიაში დაბადებული იტალიელია?

18:01 | 02.03.2016
Buratino (3505)

ჯანი ინფანტინო არის იტალიური ფესვების (წარმოშობის) მქონე შვეიცარიის მოქალაქე

18:10 | 02.03.2016
kelbo (7279)

ხო მეც მასე ვიცი ანუ შვეიცარელია რა.... ზოგადად შვეიცარიის ერთი მეოთხედი თუ მესამედი იტალიური ფესვებითაა და ენაც იტალიური აქვთ (ყოველ შემთხვევაში იტალიური შვეიცარიაში 4 ოფიციალური ენიდან ერთერთია)

0.067174