მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკ კერბერი მონტერეის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა. მერვედფინალში ანგელიკმა ლუქსემბურგელი მანდი მინელა 6:1, 6:3 გაანადგურა. შეხვედრა 59 წუთს გაგრძელდა.
მერვედფინალში კერბერის მეტოქე ბრიტანელი უოთსონი იქნება, შეხვედრა 8 აპრილს თბილისის დროით 05:30 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში კერბერი 2:0-ს იგებს.
მონტერეის ტურნირის საპრიზო ფონდი 250000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.