ფეხბურთი

18:30 | 7.04.2017 | ნანახია NaN - ჯერ

“არსენალი” კომანის გადაბირებას შეეცდება

ლონდონის “არსენალი” “იუვენტუსის” 20 წლის ფრანგი შემტევით, კინგსლი კომანით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი კომანის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

20 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსს” 2015 წლიდან “ბაიერნში” ჰყავს განათხოვრებული. კომანმა “რეკორდმაისტერის” მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. შემტევი 2015 წლიდან საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 11 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:13 | 27.11.2016
berodaviti (4285)

საქართველოს ფეხბურთს და ჩემპიონატს არც მამა ჰყავს და არც დედა...

თქვენი უსამართლო მსაჯელონა მიგვიფურთხებია ფოთელებს თქვე სამარცხვინოებო თქვენ...

როგორ აკადრეთ ფეხბურთის აკვანსა და საქართველოს მარჩენალს ამდენი ძალმომრეობა ?!

ფოთში არ გნახოთ ჩამოთრეულები, გაგყრით ისე როგორც არასდროს არავინ არ გაგვიფარჩაკებია...

ფეხბურთით ცხოვრება ერთადერთი გვქონდა დარჩენილი და რა გინდათ, თქვენი...

19:07 | 27.11.2016
samtrediel (8001)

ამის გაშვება შეცდომა იქნებოდა ახლა. ისევე, როგორც თავის დროზე ჯოვანი ელბერის, ლიონში.

18:42 | 27.11.2016
tomasmuller (668)

გუნდის სული და გული გუნდის ლეგენდა

0.0621