თამაშგარე

13:30 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი დაქორწინებას აპირებენ

მავანი კი იძახდა, დაშხოშიანი რუს-თათარი მოდელის, ირინა შეიკისა და მსახიობისა და მომღერლის, ბრედლი კუპერის რომანი ფიქციაა და მალე დასრულდებაო, მაგრამ ეს ავყია საუბრები არ გამართლდა და როგორც ჩანს, ირინასა და ბრედლის ერთმანეთი ნამეტნავად შეჰყვარებიათ.

ამ ტრფობას პირველ ყოვლისა წყვილის გადაწყვეტილება ადასტურებს. ცალკე ირინამ და ცალკე ბრედლი კუპერმა საჯაროდ განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებენ და მათთვის ეს რომანი იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავადაც წარმოედგინათ.

ამ დროს შეუძლებელია არ გაგახსენდეს ფეხბურთში მრავლისმიმღწევი და შარშან საერთოდაც ევროპის ჩემპიონად ქმნილი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ირინა შეიკს ყოვლად უცნაურ ვითარებაში დაშორდა. იდგეს ახლა და ბეროს ბუშტები. აბა, ასეთი ქალის ხელიდან გაშვება იქნებოდა?!..

0.118689