ფეხბურთი

15:00 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურას” სპონსორი კომპანია EuroFasad Georgia გახდა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე საჩხერის “ჩიხურას” სამშენებლო კომპანია EuroFasad-ი უსპონსორებს. როგორც კლუბის ფეისბუქგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და ის, 2017-2018 წლების სეზონზეა გათვლილი.

სპონსორის ლოგო "ჩიხურას“ მაისურზე და მასპინძლის რანგში გამართულ მატჩების სარეკლამო დაფებზე განთავსდება. ხელშეკრულების ფინანსური დეტალები არ სახელდება.

სპონსორის ლოგოიანი მაისურებით გუნდმა უკვე ითამაშა ეროვნულ ლიგაში.

EuroFasad-ი 2008 წელს ლატვიურმა კომპანია PHK-მ ქართველ მშენებლებთან ერთად დააფუძნა და კომპანია სამშენებლო პროექტებს ახორციელებს როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიის მასშტაბით.

0.11321