განას ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჯეიმს კვესკი აპია დაინიშნა. 56 წლის განელმა სპეციალისტმა ამ პოსტზე ავრაამ გრანტი შეცვალა, რომელიც გუნდიდან აფრიკის თასის წლევანდელი გათამაშების შემდეგ წავიდა.
განას ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების თავკაცად ფრანგი ვილი სანიოლისა და გერმანელი ვინფრიდ შეფერის კანდიდატურებსაც განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ადგილობრივ სპეციალისტზე შეაჩერა, რომელიც ეროვნულ გუნდს 2012-2014 წლებშიც წვრთნიდა.
აპია ბოლო სამი წლის განმავლობაში სუდანის კლუბს “ჰარუმს” თავკაცობდა.