მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ ჰოუ იფანისა (ჩინეთი) და სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვასილი ივანჩუკის (უკრაინა) ამხანაგურ დაპირისპირებაში მეორე შეხვედრა ჩატარდა 1:0 - გაიმარჯვა ივანჩუკმა და 1.5:0.5 დაწინაურდა.
შეგახსენებთ, რომ იფანი-ივანჩუკის შეხვედრა, რომელსაც ქალაქი შენჩჟენი მასპინძლობს ოთხი კლასიკური პარტიისაგან შედგება. გამარჯვებული 18, ხოლო დამარცხებული 12 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს.