იტალიის თასის ნახევარფინალში გონსალო იგუაინმა ყოფილი გუნდის, “ნაპოლის” კარში დუბლი შეასრულა. პირველი გატანილი გოლის შემდეგ კი, არგენტინელმა ხელი ნეაპოლელთა პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მისამართით გაიშვირა.
როგორც იტალიური მედია წერს, იგუაინმა დე ლაურენტისს მიაძახა: “შენი ბრალია”. ამით “პიპიტამ” “ნაპოლის” ხელმძღვანელი დაადანაშაულა იმ გარემოში, რაც მის მიმართ იყო შექმნილი სტადიონზე.
იგუაინს მთელი თამაში უსტვენდნენ, მაგრამ იგი არ გატყდა და შეხვედრის გმირი გახდა. “ნაპოლიმ” 3:2 მოიგო, მაგრამ ფინალში მაინც “იუვენტუსი” გავიდა, რადგან სახლში 3:1 ჰქონდა მოგებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში გონსალო იგუაინმა “ნაპოლის” წინააღმდეგ 4-ჯერ ითამაშა, კარში ოთხჯერ დაარტყა და ოთხჯერვე გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბევრი იყო ესეთი პერსპექტიული მაგრამ მერე ვერ განვითარდნენ
მაგრამ ძაან გაანიავა თავისი საქციელით
არადა როგორი პესპექტიული ჩანდა
ოხ ბალო ბალო
ავარიის ოქმი ხომ არ გექნებათ რომ გამოაქვეყნოთ?!