საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა. "ჯვაროსნებს" 6 აპრილის მონაცემებით, 274 ქულა აქვთ და 122-ე ადგილზე იმყოფებიან. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მარტში ორი შეხვედრა ჩაატარა - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში სერბეთის ნაკრებთან 1:3 წააგო, ხოლო ამხანაგური მატჩი ლატვიას 5:0 მოუგო.
რაც შეეხება პირველ ათეულს, რეიტინგს ახალი ლიდერი ჰყავს ბრაზილიის ნაკრების სახით, რომელმაც არგენტინას გადაუსწრო. აღსანიშნავია, რომ "პენტაკამპეონები" ფიფას რეიტინგში 7-წლიანი პაუზის მერე გალიდერდნენ.
პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ბრაზილია - 1661
2. არგენტინა - 1603
3. გერმანია - 1464
4. ჩილე - 1403
5. კოლუმბიია - 1348
6. საფრანგეთი - 1294
7. ბელგია - 1281
8. პორტუგალია - 1259
9. შვეიცარია - 1212
10. ესპანეთი - 1204
აქვე გაგაცნობთ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეების პოზიციებს:
... 13. უელსი - 1119
26. ირლანდია - 823
36. ავსტრია - 762
49. სერბეთი - 671
158. მოლდოვა - 142
ფიფა კოკა-კოლას რეიტინგი 4 მაისს განახლდება.