ჩოგბურთი

14:47 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასი: ბასილაშვილი-ბაბელისი იწყებენ

დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველო-ლიტვის შეხვედრის მონაწილეთა კენჭისყრა შედგა, შეხვედრა, რომელსაც 7-9 აპრილს მზიურის საჩოგბურთო კორტები უმასპინძლებს, სამ მოგებამდე გრძელდება.

კენჭისყრას, ორივე გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე აკაკი ლოდია და საქარველო-ლიტვის შეხვედრის მთავარი მსაჯი, პოლონელი გრეგ ვოლჩიკი ესწრებოდნენ. მატჩის მონაწილე კაპიტნებმა დავით კვერნაძემ და რიმვიდას მუგევიჩუსმა გუნდები ასე დანომრეს:

საქართველო: 1. ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2. გიორგი ცივაძე, 3. ზურა ტყემალაძე, 4. ვაჟა შუბლაძე

ლიტვა: 1. ლაურინას გრიგელისი, 2. ტადას ბაბელისი, 3. ლუკას მუგევიჩუსი, 4. ტომას ვაისე

კენჭისყრის შედეგად მოთამაშეები ასე დაწყვილდნენ:

7 აპრილი (ერთეულები)

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ტადას ბაბელისი

გიორგი ცივაძე- ლაურინას გრიგელისი

8 აპრილი (წყვილები)

ნიკოლოზ ბასილაშვილი/გიორგი ცივაძე - ლაურინას გრიგელისი/ლუკას მუგევიჩუსი

9 აპრილი (ერთეულები)

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლაურინას გრიგელისი

გიორგი ცივაძე - ტადას ბაბელისი

7 აპრილს თამაში დაიწყება 12:00 საათზე, 8-ში 14:00-ზე და 9-ში 12:00-ზე. გულშემატკივრები თამაშებზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.

0.117478