ფეხბურთი

13:51 | 6.04.2017 | ნანახია 3360 - ჯერ

დიეგო კოშტას სასჯელი ელის

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელ დიეგო კოშტას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. „მანჩესტერ სიტისთან“ გუშინ გამართულ მატჩში (2:1) მან მეტოქე მცველ ვენსან კომპანის მუხლში ფეხი განზრახ ჩაარტყა.

ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას წაიქცა და ვენსანს ორივე ფეხი ამის შემდეგ ჩაარტყა. აღსანიშნავია, რომ კომპანიმ დარტყმა ზუსტად იმ მუხლში მიიღო, რომლის დაზიანების გამოც 4 თვე მკურნალობდა და მოედანზე ახალი დაბრუნებულია.

მატჩის მთავარმა არბიტრმა ამ ეპიზოდში ვენსანი დააჯარიმა, რომელიც ბურთისთვის ბრძოლისას წესებს არღვევდა და დიეგო კოშტას შემდგომ საქციელს ყურადღება არ მიაქცია. ინგლისელიი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეპიზოდი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უნდა შეისწავლოს, ის უნდა შეაფასოს როგორც „ძალადობრივი აქტი“ და დიეგო კოშტას შესაბამისი სასჯელი გამოუწეროს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:49 | 06.04.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დედას დავეცი ამისი რა მაგარი ფეხბურთელია და რა ყეა

16:12 | 06.04.2017
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

კოშტას ვაფასებ,მაგრამ ჯობია ზაფხულში ჩინელებს შევასაღოთ და ვინმე სხვა დავითრიოთ, ოღონდ ეგ სხვა ლუკაკუ არა, სანჩესზე იწერება ბევრი და ჩემი აზრით შეძლებს ფორვარდად თამაშს, ვაფშე და ნახევარდაცვა მოხოდონ ზაფხულში მაგრად და ვინც არუნდა იყოს ცხრიანი ყველა შეყრის გოლებს კარგი ნახევარმველების წყალობით.

14:52 | 06.04.2017
GEOWF (53)

იმედია ამ თავხედ ადამიანს სუარრსზე არანაკლებად დასკიან!!! ეს რამდენადაც კაი ფეხბურთელია ასი იმდენად არაადამიანი და ამაზრზენი პიროვნება და ფურთხის ფასია აქვს ასეთ ფეხბურთელს. იმედია საკადრისად დაისჯება

14:26 | 06.04.2017
NGoLo KaNte (36472)

ძალადობრივი აქტი არა ყ*ე არაფერი განსაკუთრებული უხეშობა მანდ არიყო
ისე მოუხდება მაინც კოსტას ბოლო დროს ძაან მოუკლო

0.132295