კალათბურთი

11:25 | 6.04.2017 | ნანახია 0 - ჯერ

უესტბრუკს რეკორდამდე ერთი მოხსნა დააკლდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

“მემფისი” შინ “ოკლაჰომასთან” 100:103 დამარცხდა. ოკლაჰომელთა ლიდერს რაელ უესტბრუკს (45 ქულა, 10 პასი, 9 მოხსნა, 5 ჩაჭრა) მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა, რომ ერთ სეზონში 42 სამმაგი დუბლი გაეკეთებინა და ნბა-ს რეკორდი მოეხსნა. როგორც იცით, ერთ სეზონში, რეკორდად ოსკარ რობერტსონის 41 სამმაგი დუბლი ითვლებოდა, მაგრამ რასელმა გუშინ ეს რეკორდი გაიმეორა და დღეს ახალი რეკორდის დასამყარებლად მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. უესტბრუკს მიმდინარე სეზონში კიდევ ოთხი შეხვედრა დარჩა სათამაშო და თუ ის ერთ მატჩში მაინც მოახერხებს სამმაგი დუბლი გაკეთებას, ნბა-ს ახალ რეკორდს დაამყარებს.

“ბოსტონი” საკუთარ დარბაზში “კლივლენდთან” 91:114 დამარცხდა. ამ გამარჯვებით “კლივლენდმა” აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “ბოსტონმა” მეორეზე. “კავალიერსს” 51 მოგება აქვს, ხოლო ბოსტონელებს – 50. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 36 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და ორი ბლოკ-შოტი შესძინა. “ბოსტონში” აიზეა ტომასი 26 ქულით გამოირჩა.

“ჰიუსტონმა” “დენვერს” 110:104 მოუგო. რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მთავარმა პრეტენდენტმა ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 31 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა შესძინა. “დენვერში” 23 ქულით გალინარი გამოირჩა.

“შარლოტი” – “მაიამი” 99:112 (23:27, 28:25, 22:34, 26:26)

https://www.youtube.com/watch?v=-2KA-E3FT4I

“დეტროიტი” – “ტორონტო” 102:105 (33:15, 23:31, 24:22, 22:37)

https://www.youtube.com/watch?v=vhwiZpXGkeQ

“ბოსტონი” – “კლივლენდი” 91:114 (20:19, 22:38, 24:33, 25:24)

https://www.youtube.com/watch?v=CFqpaRqtwag

“ჰიუსტონი” – “დენვერი” 110:104 (36:25, 23:25, 26:29, 25:25)

https://www.youtube.com/watch?v=LMGRNrt7C88

“მემფისი” – “ოკლაჰომა” 100:103 (27:34, 23:23, 24:22, 26:24)

https://www.youtube.com/watch?v=iSOze0P-mVY

“სან ანტონიო” – “ლეიკერსი” 95:102 (14:31, 27:22, 29:23, 25:26)

https://www.youtube.com/watch?v=deJV6fp5ir4

“ფინიქსი” – “გოლდენ სტეიტი” 111:120 (18:41, 34:17, 26:33, 33:29)

https://www.youtube.com/watch?v=aO3XkLBO774

“კლიპერსი” – “დალასი” 112:101 (35:24, 27:25, 28:24, 22:28)

https://www.youtube.com/watch?v=6qCXPraJk4w


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:39 | 20.04.2018
KoRBeN DaLLaS (24848)

ჯეი ზი არაა ცუდი ვარიანტი. თუ ვერ ივარგა, ცოლის პრ...ს მაინც შეაგინებ გემრიელად

16:49 | 20.04.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

15:48 | 20.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

15:26 | 20.04.2018
Buratino (3505)

ესაც ასეეეეე, რასაც ვვარაუდობდი, სწორედ ის ხდება. ლუკაკუმდე იგივე გააკეთა ჰენრიხ მხითარიანმა. მიდით ფეხბურთელებო, გაასხმევინეთ მაგ ფულის ღორ რაიოლას და იჯდეს მერე ტყემალზე! ნუ, საუკეთესო ვარიანტში თავისნაირი ფულის მონა მოთამასეები შემორჩება (დონარუმა და მისთანები), რომელთაც არავინ იყიდის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062831