კალათბურთი

10:35 | 6.04.2017 | ნანახია 2290 - ჯერ

ზაზას 4 ქულა და გამარჯვება ფინიქსში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ფინიქს სანსი” 120:111 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმო ხაზთან არ დამდგარა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყდა - “მეომრებმა 41:18 მოიგეს, შემდეგ მთელი შეხვედრა “ფინიქსი” ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობდა, სხვაობა სამ ქულამდეც შეამცირა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ან წინ გასვლა ვერ მოახერხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდაოდ სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც გუნდს 42 ქულა, 11 პასი, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ორი ბლოკ-შოტი შესძინა. კლეი ტომპსონმა მეტოქეს 22 ქულა ჩაუგდო. “ფინიქსში” 21 ქულით ბუკერი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 65 მოგებით და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “მეომრები” მომდევნო შეხვედრაში შინ “ნიუ ორლეანის” წინააღმდეგ ჩაატარებენ, მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:59 | 07.04.2017
პანტელეიმონი (4347)

კაპიტანო, 18 წუთში არ არის კარგი სტატისტიკა, უნდა მოუმატო ზაზა ! ! !

20:23 | 06.04.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

დურანტს უთქვამს, რომ დავბრუნდები ზაზა იყოს პარკეტზე, ფორმაში შესვლაში დამეხმარებაო. ოღონდ თავისი ჰექტარნახევრიანი თავი შორს ჰქონდეს ჩემი მუხლებისგანო DDDDDDDDD

18:11 | 06.04.2017
dinamo222 (8587)

არაუშავს პლეი ოფებში გამოჩდება ზაზას ძალა !!

16:44 | 06.04.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მოუკლო ზაზამ ბოლო თამაშები. ცუდ ფორმაშია

16:11 | 06.04.2017
Buratino (3505)

კარგია რომ მთლიანობაში გუნდმა და ლიდერებმა აკრიფეს, მაგრამ ზაზას შედეგიანობის დაცემა
(არა მხოლოდ ქულებში) მაფიქრებს. დურანტიც ბრუნდება და ისე არ მინდა გამოვიდეს რომ ზაზას დრო შეუმცირონ, ხოლო პლეი-ოფში სასტარტოდან ამოაგდონ

18:12 | 06.04.2017
dinamo222 (8587)

ამოაგდონ კი არა ზუსტად პლეი ოფებისთვის ინახავენ და ამიტომაც არ ათამაშებენ მთელი დატვირთვით

13:59 | 06.04.2017
sabonis (9584)

აკრიფა, როგორც იქნა სტიოპამ.DD

11:12 | 06.04.2017
iloreli (2516)

ონლეანთან უნდა წააგონ წესით... გრძელი სერია გამოუვიდათ მოგებების

10:47 | 06.04.2017
geogoli (968)

შევიდა ფორმაში გოლდენი, კარი და კლეიც მოვიდნენ აზრზე. ზაზამ მოუკლო შედეგიანობას.
კლივლენდი გამოფხიზლდა და პირველზეც გავა აღმოსავლეთში. რა ცოტა დააკლდა ვესტბრუკს, გადაიდო ცოტა რეკორდი

0.135145