ფეხბურთი

11:04 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "ქართველები "ლოკომოტივში" ყოველთვის იმარჯვებენ"

მოსკოვის „ლოკომოტივს“ სოლომონ კვირკველია ჩინებულად მოერგო და მიუხედავად მოკლე პერიოდისა, „რკინიგზელთა“ დაცვის ხაზი მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ყოველივე ეს, „ლოკოს“ მთავარი მწვრთნელის, იური სიომინისთვის სიურპირიზი არ ყოფილა.

რუსეთის თასის ნახევარფინალში „უფასთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ სიომინს ჰკითხეს, რომ მიუხედავად დაცვაში ვედრან ჩორლუკას ყოლისა, დაცვის ლიდერად კვირკველია ყალიბდება. გამოცდილმა სპეციალისტის პასუხი ასეთი იყო:

„კვირკველია? - ჩემთვის მოულოდნელი არაფერია. ჩვენთან ქართველები კარგად თამაშობენ - ისინი "ლოკომოტივში" ყოველთვის რაღაცას იგებენ (იღიმის)“, - განაცხადა სიომინმა.

შეგახსენებთ, „ლოკომოტივმა“ კვირკველია ერთი თვის წინ, ყაზანის „რუბინიდან“ ინათხოვრა და ქართველი გუნდის გამორჩეულ ფიგურად ყალიბდება. უკვე ორჯერ პრემიერლიგის სიმბოლურშიც მოხვდა.

0.124447