ლონდონის “ჩელსიში” შესაძლოა ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ვიხილოთ. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ანტონიო კონტეს ყოფილი შეგირდის მიწვევა სურს ლონდონურ გუნდში, თუმცა საუბარი არა, როგორც ფეხბურთელზე, არამედ ასისტენტობაზეა. იტალიელ მწვრთნელს განუზრახავს, პირლო სამწვრთნელო შტაბში იხილოს.
როგორც ცნობილია, ამჟამად კონტეს ასისტენტი სტივ ჰოლანდია, რომელიც გუნდს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. სწორედ მის შემცვლელად განიხილავს იტალიის ნაკრების ექსთავკაცი პირლოს.
აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჩელსის” ხელმძღვანელობას ამავე პოზიციაზე უკვე შერჩეული ჰყავს თავისი ფავორიტი კანდიდატი: იტალიელი კარლო კუდიჩინი, რომელიც “ჩელსის” კარს 1999-2009 წლებში იცავდა.
რაც შეეხება პირლოს, იგი კონტესთან ერთად 2011-2014 წლებში ტურინის “იუვენტუსში” მუშაობდა. 37 წლის პირლო ამჟამად ამერიკულ “ნიუ-იორკ სიტიში” თამაშობს, თუმცა კარიერის დასრულების შესახებ ჯერჯერობით საჯაროდ არაფერი უთქვამს.