საჭადრაკო სამყაროში დიდ ინტერესს იწვევს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მსოფლიოს საიმი უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს: უესლი სო(2822), ფაბიანო კარუანა(2817) და ჰიკარუ ნაკამურა(2793) . მათ შორის აღსანიშნავია სოს ბოლოდროინდელი წარმატებები, რომელიც რეიტინგში მხოლოდ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს ჩამორჩება.
სო ბოლოდროინდელ ტრადიციას არც აშშ-ს ჩემპიონატზე არღვევს და ექვსი ტურის შემდეგ 4.0 ქულით ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერია. ჩემპიონატის დაძაბულობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ერთპიროვნულ ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ხუთი მოჭადრაკე ჩამორჩება. მათ შორის არიან კარუანა და ნაკამურა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი ერთ წრედ, 11 ტურად ტარდება.