ფეხბურთი

16:23 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფა თითოეულ წევრ ფედერაციას მილიონ ევროს გადასცემს

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (ანუ, უეფა) თავის თითოეულ წევრ ფედერაციას დამატებით მილიონ ევროს გადასცემს. ეს გადაწყდა ჰელსინკში, უეფას კონგრესზე.

"უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირები ფინანსურად წარმატებულია და სწორედაც რომ გვაქვს საფუძველი, თითოეულ წევრ ფედერაციას ასეთი სოლიდური თანხა გადავცეთ" - განაცხადა ჩეფერინმა.

ასე რომ, 54 ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც მიიღებს მილიონ ევროს.

0.06367