ფეხბურთი

16:54 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოტ დივუარი საფრანგეთში აღზრდილი ნიჭიერი ფეხბურთელებით გაძლიერდა

“უდინეზეს” ნახევარმცელმა სეკო ფოფანამ და “ლიონის” თავდამსხმელმა მაქსველ კორნემ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს კოტ დივუარი ამჯობინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს აქამდე საფრანგეთის ასაკობრივ გუნდებში აქვს ნათამაშები, გადაწყვეტილება მიღებულია და ისინი კოტ დიუვარის ნაკრების მაისურს მოირგებენ. კორნე მხოლოდ 20 წლისაა, ხოლო ფოფანა 21 წლის გახლავთ.

“დღეს მე ბედნიერი და ამაყი ვარ რადგან კოტ დივუარის ნაკრებში ვითამაშებ”, – დაწერა ტვიტერში პირად გვერდზე ფოფანამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოტ დივუარის ნაკრებში მალე შესაძლოა “მონაკოს” ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი - ტიემუ ბაკაიოკოც ვიხილოთ, რომელიც დიდიე დეშამს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული და ესპანეთთან ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა. გამოსარჩევია, რომ ბაკაიოკოს მიმართ ინტერესს ევროპული გრანდები იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კოტ დივუარის ნაკრები ცნობილმა ბელგიელმა სპეციალისტმა მარკ ვილმოტსმა ჩაიბარა.

0.114404