კალათბურთი

15:40 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბატუმი ევრობასკეტს გამოტოვებს

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტ 2017-ზე “შარლოტ ჰორნეტსის” კალათბურთელი ნიკოლას ბატუმი ვერ დაეხმარება, აღნიშნული ინფორმაცია თავად ნიკოლასმა გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით.

“2004 წლიდან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად არც ერთი ტურნირი არ გამომიტოვებია, როგორც ახალგაზრდულ ნაკრებში ასევე ეროვნულში. გადაწყვეტილება მიღებულია, წლევანდელ ევრობასკეტზე ვერ ვითამაშებ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემს ყოფილ გუნდს “პორტლენდს” მოუთხოვია კლუბთან ყოფნა და ამ დროს ეროვნულ ნაკრებში წავსულვარ. ევრობასკეტზე მხრის ტრავმის მიუხედავად მაინც ვითამაშე”- განაცხადა ბატუმმა.

ნიკოლას ბატუმს საფრანგეთის ნაკრების მაისურით 127 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლები აქვს მოგებული, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო დაისაკუთრა.

0.116589