ჭიდაობა

12:01 | 5.04.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ჭიდაობის ფედერაცია: "საქართველოს ნაკრები მზადებას ოკუპირებულ ყირიმში არ გადის"

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, ორგანიზაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გუშინდელ კომენტართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას არა ოკუპირებულ ყირიმში, არამედ ადლერში გაივლის.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განმარტავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტას ბაზაზე არ გადის. ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც საუბრისას იქნა დაშვებული. ეროვნული ნაკრების ნაწილი ბორჯომში იმყოფება, ნაწილი კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა უფროსი ასაკის ნაკრები რამდენიმე დღეა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის, ადლერში შეკრებაზე იმყოფება, ხოლო დღეს, გუნდს 23-მდე ასაკის ნაკრების წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უკვე გაიარა მზადება სომხეთის ქალაქ წაღკაძორში, რის შემდეგაც ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი და 11 მედალი მოუტანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ გუშინ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ალუშტაში მოემზადება, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში მდებარეობს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:40 | 07.09.2016
GEOWF (53)

Es vai mekare ra dgeshia?!
Eseti adamiani runis ro edreba da xalxs acinebs neta ar utydeba?

21:33 | 06.09.2016
джони (696)

ეს მეკარეს გარდა ყველაფერი იყო )))))) რუნი ლეგენდაა !!!

20:22 | 06.09.2016
MU012FC (9145)

ტიპი რა დონის ***-ა, აი სიმბოლური ***-ა რა.

20:21 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

ნწ ნწ ნწ

20:00 | 06.09.2016
BATIGOLI 9. (4375)

მალე ჩაგიდებს ბებერო

19:27 | 06.09.2016
Aureliano buendia (255)

უხ შე ბებერო გაიძვერა!

19:27 | 06.09.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

ჰე ჰეე პიტეერ, შენც რო дროზე აგეხვია ნაკრებიдან, იქნებ აღარ გაგეშვა ის კურიოზული რიკოშეტი ბრემესგან 1990 წლის ნახევარფინალში ? იქნებ ღირსებოдა ინგლისს კიдევ ერთი ჩემპიონობა ?
კაცი 40-ს გაдაცილებული, дამძიმებული ისევ ნაკრების კარში იдგა дა სხვებზე ამბობს, дროულაд წავიдნენო DDDDDDDDDDDD

0.059857