დასრულდა ცნობილი საჭადრაკო მწვრთნელის ალექსანდრე ბოკუჩვას თასის გათამაშება 16-წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სსახლე მასპინძლობდა.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. 6 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ცოტნე მამულაშვილმა მოიპოვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა ლევან ბაბუხადია. 5-5 ქულით მესამე- მეცხრე ადგილები ლილე ქორიძემ, დიანა ლომაიამ , შოთა ხიდაშელმა, თორნიკე წერეთელმა , ანდრია ლოლაძემ, მარლენ გუნიამ და გიორგი დემურხანაშვილმა გაინაწილეს.
ტურნირზე დაწესებული იყო ფულადი პრიზი, რომელიც გადაეცათ როგორც პირველ-მესამე ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს, ასევე გოგონათა შორის სამ საუკეთესო სპორტსმენს. ესენი არიან:
ძირითადი ტურნირი
- ცოტნე მამულაშვილი -500 ლარი
- ლევან ბაბუხადია -350
- ლილე ქორიძე-250
გოგონები:
- დიანა ლომაია- 300 ლარი
- ანასტასია სიდამონიძე- 200
- ეკატერინე ფიფია -100