თამაშგარე

13:52 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რატომ დარბოდა გადარეული შაკირა ბოგოტას აეროპორტში...

ჩიტმა ამბავი მოიტანა, რომ ცნობილ კოლუმბიელ მომღერალსა და ხერარდ პიკეს თანამოსაყდრეს, შაკირას ფრიად უცნაური ამბავი მოსვლია მის მშობლიურ კოლუმბიაში და მისთვის ალბათ დიდად სასიხარულო უნდა იყოს ის, რომ ეს აბდაუბდა და ოცობოდია საბოლოოდ მაინც კარგად დასრულდა.

კოლუმბიაში შაკირა იქაურ მდიდარ ბიძებს მიუწვევიათ კორპორატიულ ვახშამზე სამღერლად და სახუნტრუცოდ და შაკირას თან თავისი შვილიც წაუყვანია – ცოტას გაივლ-გამოივლის და ბავშვიც თვალს წყალს დაალევინებსო. მაგრამ ისე მოხდა, რომ კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას აეროპორტში შაკირას თავისი შვილი დაუკარგავს და მთელი ერთი საათი გადარეული ეძებდა ბავშვს.

შაკირასა და ხერარდის 3 წლის ვაჟიშვილი მილანი თურმე აეროპორტის თანამშრომლებთან საუბარში და თამაშში გართულა და სულ დავიწყებია თმაბუჩქა დედიკო, რომელიც იმ დროს დიდ გაწამაწიაში იყო. ხერარდ პიკე ამ ამბის გაგების შემდეგ შაკირას რომ გვარიანად შეუკურთხებდა - ამაზე მგონი კამათიც კი არ ღირს...

0.155553