სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:45 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა - კიდევ ერთხელ ტურის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის XXIII ტურის სიმბოლურში მოხვდა. 24 წლის ჩვენებურს დონეცკის „ოლიმპიკთან“ გარჯა (0:0) ავტორიტეტულმა გამოცემა Football.ua-მ დაუფასა.

აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავა ზედიზედ მეორედ და მთლიანად სეზონში, მეოთხედ მოხვდა ტურის სიმბოლურში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამავე წყაროს ვერსიით, ქართველი თებერვალ-მარტის სიმბოლურ ნაკრებშიც შევიდა.

„ხოჭოლავა ისევ ფორმაშია - ის მუდმივად ბრძოლობს, არის მოედანზე ცხელ წერტილში და მოაქვს ბევრი სარგებელი. ძალიან წააგავს მისი თამაში ხაჩერიდის თამაშს, საუკეთესო ფორმაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მართლაც გასაკვირი იქნება თუ იგი ახალ სეზონს „ჩერნომორეცის“ რიგებში დაიწყებს“, - წერს გამოცემა.

დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო. მას ერთი კვირის წინ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, ხოჭოლავას მიმართ ინტერესს დონეცკის „შახტარი“ სერიოზულად იჩენს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113038