კატალონიის „ბარსელონას“ რაფინია გამოაკლდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველს მენისკის დაზიანება აღენიშნება და დიდი ალბათობით მოედანზე გასვლას ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
ეს კი, იმას ნიშნავს, რომ რაფინია კატალონურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩებში ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში „გრანადასთან“ დაპირისპირების დროს მიიღო.
რაფინიას გარდა, „ბარსელონას“ ლაზარეთში თურქი ნახევარმცველი არდა თურანიც იმყოფება.