საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი თბილისის “დინამოში” დაბრუნდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა და ის “დინამოს” რიგებში 29 ნომრით ითამაშებს.
რევიშვილი გასული წლის ოქტომბრიდან თამაშობდა “დინამოში”, საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი თბილისელთა რიგები დატოვა და მოლდოვურ “დაჩიაში” აპირებდა კარიერის გაგრძელებას, თუმცა საბოლოოდ ისევ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.