თამაშგარე

11:23 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრეისი ჭორებს იგერიებს

2-3 თვე იქნება, ლათინური ამეირიკის არაერთი “ყვითელი“ ჟურნალი წერს, ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანი ალვეშისა და ბრაზილიელი მოდელის, გრეისი კარვალიოს შესაძლო რომანის შესახებ. პაპარაცებს ეს წყვილი ერთადაც დაუნახავთ და სალაპარაკოც გასჩენიათ.

თავიდან დანი ალვეში და გრეისი კარვალიო საერთოდ არ აკეთებდნენ ამ ფაქტზე კომენტარს და მრავლისმთქმელი დუმილით პასუხობდნენ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს. თუმცა, როდესაც ჟურნალისტებმაც გული გააწვრილეს, სიჩუმე ისევ გრეისიმ დაარღვია.

“მე მესმის, რომ მედია სკანდალებზე ნადირობს, მაგრამ ამჯერად მათ გული უნდა დავწყვიტო და განვაცხადო, რომ ჩემსა და დანიელს შორის არაფერი მომხდარა“ – ირწმუნება მშვენიერი გრეისი, რომელიც ბრაზილიელ მოდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველადაა მიჩნეული. სამართლიანადაც!

0.14529