კალათბურთი

10:45 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 8 ქულა და გამარჯვება “ვაშინგტონთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტიმა” შინ “ვაშინგტონი” 139:115 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 13 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 5-დან სამი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრებმა” მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხეს და დედაქალაქელები უშანსოდ იყვნენ. მატჩში ყველაზე მეტი 42 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. 23 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, “ვაშინგტონში 20 ქულით ბოგდანოვიჩი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 63 მოგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში ოკლენდელები შინ “მინესოტას” 5 აპრილს თბილისის დროით 06:30 საათზე დაუპირისპირდებიან.

0.111929