ფეხბურთი

22:43 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირის ლეგიონი: გოლი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში "გაბალა"-"ზირა" 1:1 დასრულდა. მასპინძელთა შორის ნიკა კვეკვესკირი სასტარტოში იყო და 72 წუთი ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ბოლო 10 წუთი დაჰყო მინდორზე გიორგი გოროზიამ. "გაბალა" მეორე ადგილზეა, 4 ქულით ჩამორჩა ლიდერ "ყარაბაღს". გოროზიას გუნდი კი მეოთხეზეა.

მესამეზეა ზაურ სვანაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერი", რომელმაც 2:1 მოუგო აუტსაიდერ აზალ-ს. დამარცხებულთაგან ერთადერთი გოლი ნუგზარ კვირტიამ გაიტანა. "ინტერში" კი კვლავაც 90 წუთი ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" შინ 1:2 წააგო დონეცკის "შახტართან". ლიპარტია 79-ე წუთზე შევიდა მინდორზე. "ზორია" მესამეზეა, ხოლო "შახტარი" თითქმის ჩემპიონია. იმედია, დარჩენილ მატჩებში გიორგი არაბიძესაც მოუწევს თამაში.

დანიაში "ესბიერგმა" შინ "რანდერსს" ვერ სძლია - 0:0. მასპინძელთა შორის ოთარ კაკაბაძემ და ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ლაშა პარუნაშვილი განაცხადში არ გახლდათ. "ვიბორგმა" კი შინ 2:4 წააგო "ორჰუსთან". მათე ვაწაძეს დამარცხებულთა შორის არ უთამაშია, სათადარიგო იყო.

მეკარეებზე: გიორგი ლორიამ ("კრილია") და გიორგი მაკარიძემაც ("მორეირენსე") ორ-ორი ბურთი გაუშვეს. ლორიამ მოსკოვში ცსკა-სთან (1:2), მაკარიძემაც გასვლაზე "სეტუბალთან" (0:2). ლორიას გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში ბოლოდან მეორეზეა, მაკარიძისა კი ბოლოდან მესამეზე. ორივეს აქვს გავარდნის საფრთხე, თუმცა მაკარიძის "მორეირენსეს" - ნაკლებად.

0.125309