კალათბურთი

21:32 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ორმაგ დუბლთან ახლოს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას XXVII ტურში თორნიკე შენგელიას “სასკი ბასკონიამ” საკუთარ მოედანზე “ბეტისი” დაამარცხა – 79:75.

ბასკთა რიგებში ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა ქართველი კალათბურთელი, რომელმაც საბოლოო ჯამში 22:14 წუთი ითამაშა. შენგელიამ საკუთარ გუნდს 9 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. თორნიკემ სამიდან ორი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. აი, სამქულიანი კი, ამჯერზე საერთოდ არ უსვრია.

“ბასკონიას” ლიგა ენდესაში მესამე ადგილი უკავია 25 მატჩში 17 მოგებითა და 8 წაგებით.

0.949362