ფეხბურთი

17:45 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “მანჩესტერთან” ყველა გუნდი დაცვაზე ფიქრობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” (0:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა და დანანებით აღნიშნა, რომ “წითელი ეშმაკების” წინააღმდეგ ყველა გუნდი დაცვაში დგას.

“ოლდ ტრაფორდზე ჩვენი მეტოქეები მხოლოდ თავის დაცვაზე ფიქრობენ. მათი მეკარეები საოცარ თამაშებს ატარებენ. ჩვენ კი, ვფლობთ ბურთს, ვქმნით სახიფათო მომენტებს, მაგრამ საბოლოოდ გამოდის, რომ ხშირად ვთამაშობთ ფრეს.

“ვესტ ბრომვიჩის” მეკარემ ბევრი რთული ბურთი აიღო, მაშინ როდესაც დე ხეას ფაქტობრივად მთელი თამაში ჰქონდა დრო ძილისთვის”, - აღნიშნა მოურინიომ.

“მანჩესტერი” ამჟამად პრემიერლიგაში 28 ჩატარებულ თამაშში მოპოვებული 53 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

0.11498