ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის ლიგის თასის სამ ფინალში გოლის გატანა მოახერხა. სამხრეთამერიკელმა 1 აპრილს "მონაკოს" გადამწყვეტ მატჩში 2 გოლი გაუტანა, თავდამსხმელმა 2015 და 2014 წლებშიც შეძლო თავის გამოჩენა.
ლიგის თასზე კავანის ჯამში 12 გოლი დაუგროვდა და ტურნირის ყველა დროის ბომბარდირია. ედინონმა პედრო პაულეტას (10) შედეგი გააუმჯობესა. ასევე 30 წლის მოთამაშემ თავისი კარიერის შედეგიც 2 გოლით გააუმჯობესა და მიმდინარე სეზონში უკვე მეტოქეები 40-ჯერ ყავს დამწუხრებული.. ბოლოს ყველაზე შედეგიანი (38) კავანი "ნაპოლიში" თამაშის დროს 2012/13 წლების სეზონში იყო.